კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ცემისთვის 2000 ლარიანი პრემია ჩაურიცხეს?! კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ცემისთვის 2000 ლარიანი პრემია ჩაურიცხეს?! />


  13:33:18     13-03-2013

კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ცემისთვის 2000 ლარიანი პრემია ჩაურიცხეს?!

a23782.jpg

ბატონმა პრემიერმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე  ჩვეული დაყენებული, ნახ-ნახევარი  ტონით გვამცნო, რომ მინისტრებს ხელფასები 12 პროცენტით შეუმცირდებათ. 

თუმცა ივანიშვილს არ განუმარტავს, სამაგიეროდ,  როგორ ურიგებენ  4 355 ლარიან პრემიებს მინისტრებს. გაურკვეველია, რისთვის უნდა მიეღოთ  პაატა ზაქარეიშვილსა და სხვა სახელმწიფო მინისტრებს ამდაგვარი  ფინანსური პრემიები, როცა სახ. მინისტრის აპარატებში  შემცირებებია, ხოლო ამ სამინისტროების მიერ  კონფლიქტის ზონებში მოგვარებული  ჯერ არაფერი გვინახავს. 

 ეს კიდევ არაფერი, იმასთან შედარებით რითაც ლუკა კურტანიძე დააჯილდოვეს შსს-ში. „პრესა. ჯი“-ს  მიაწოდეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს  პოლიციის  აკადემიის საფინანსო სამსახურის უფროსი თ. ხარაზიშვილი აწერს  და რომლის თანახმადაც, რამდენიმე დღის დანიშნულმა და პოლიციის აკადემიის პრორექტორად გადატყორცნილმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ დეკემბერში 2500 ლარიანი, ხოლო 2013 წლის  იანვარში 1875 ლარიანი პრემია გამოიწერა. 

სხვათაშორის, ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა კურტანიძეს საკუთარ კაბინეტში სერიოზული სკანდალი აუგორდა და მას  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ჭიდაობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი  ადანაშაულებდა.  

მაშინ  ტელეკომპანია, „რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, დაზარალებულმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ყარაზაშვილს მარცხენა კიდურზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

მომხდარის გამო ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვდნენ და შსს-ში გამოძიებაც დაიწყო, თუმცა კურტანიძე არა თუ გაუშვეს პოლიციის აკადემიის პრორექტორის პოსტიდან, არამედ პრემია მისცეს და წინა პრორექტორებთან შედარებით გაუოთხმაგეს კიდეც. 

დოკუმენტის მიხედვით ისიც ირკვევა, რომ   სააკაშვილის მთავრობის პირობებში   ყოფილი პრორექტორები 2012 წლის განმავლობაში თვეში 500 ან 700 ლარიან პრემიას იღებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს,  კურტანიძეს გაწეული წინასაარჩევნო  „სამუშაოები“ ასე დაუფასდა თამაზ თამაზაშვილისგან, რომელსაც შსს-ში დე-ფაქტო მინისტრს უწოდებენ და პრემია გაუოთხმაგა. 

„პრესა. ჯი“ კომენტარისათვის კურტანიძესთანაც ცდილობდა დაკავშირებას,  თუ რა დამსახურებისა და გაწეული სამუშაოებისთვის აიღო მან 2500 ლარიანი პრემია დანიშვნიდან ორ კვირაში, თუმცა  ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

0

ავტორი: