15:08:42     12-03-2013
- ბატონო გიორგი, კმაყოფილია პრემიერი „აგრუნის“ დასჯით? მარგველაშვილი: ეს კითხვა ისეთია

აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტთა ვნებათაღელვა არ ცხრება. როგორც სტუდენტები აცხადებენ, უნივერსიტეტში მისულმა განათლების მინისტრმა დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა კითხვას - იყო თუ არა, უნივერსიტეტისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა პოლიტიკური დაკვეთა. სტუდენტთა მწვავე კითხვების გამო, მარგველაშვილი, აგრარული უნივერსიტეტიდან, ფაქტობრივად, გაიქცა.
„პრესა.ჯი“ აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრს დაუკავშირდა, რომელიც აღელვებას ვერ მალავდა.
პრესა.ჯი: ბატონო გიორგი, კმაყოფილია ბატონი ივანიშვილი აგრარული უნივერსიტეტის დასჯით?
გიორგი მარგველაშვილი: ეს კითხვა ისეთია, ისეთად მიმაჩნია... ამ კითხვას პასუხს არ გავცემ. პრემიერის განწყობაზე კითხვით მიმართეთ პრემიერის პრესცენტრს.
- აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ თქვენ, უნივერსიტეტიდან გაიქეცით, რათა მათ შეკითხვებზე პასუხი არ გქონდათ...
- გაქცევას, რას ეძახით?
- ანუ შეხვედრა დატოვეთ ისე რომ სტუდენტების კითხვებს არ უპასუხეთ...
- მე ასე არ მგონია. შეხვედრა დავტოვე იმის გამო, რომ დიალოგი პოლიტიკურ პოლემიკაში გადაიზარდა.
- თქვენი აზრით სტუდენტებმა კომპეტენტური პასუხი მიიღეს?
- უკაცრავად, თქვენ ახლა კითხვას მისვამთ? შეხვედრა დავტოვე იმის გამო, რომ დიალოგი პოლიტიკურ პოლემიკაში გადაიზარდა.
0