ბეფსტროგანოვი ბეფსტროგანოვი />


  13:07:45     11-01-2011

ბეფსტროგანოვი

a3036.jpg

შემადგენლობა
ძროხის ხორცი  - 600 გრ
ხახვი  - 2 თავი
შავი წიწაკა  - 1/2 ჩ/კ
ოხრახუში  - 20 გრ
კამა  - 20 გრ
არაჟანი  - 250 გრ
ზეთი  - 40 მლ
მარილი  - 1/2 ჩ/კ
ფქვილი  - 30 გრ
მომზადება:
ძროხის ხორცი(რბილი ნაჭერი)გავრეცხოთ,დავჭრათ 1,5-2 სანტიმეტრის სისქის გრძელ ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვშუშოთ. როცა ხახვი მზად იქნება, დავამატოთ ხორცი, მოყრილი მარილით და წიწაკით. შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე 5-6 წუთის განმავლობაში. როცა ხორცი შეიბრაწება, დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ და კიდევ 2-3 წუთი გავაჩეროთ. ამის შემდეგ ხორცში დავამატოთ არაჟანი. ვადუღოთ 2 წუთი.

0

ავტორი: