09:57:54     12-03-2013
ივანიშვილი პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტებსაც ებრძვის

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შემდეგ, ჯერი უნივერსიტეტებზეა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.
დაახლოებით 80 გვერდიან დასკვნას საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად საღამოს 20.00 საათიდან გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ. ამის შემდეგ გაიმართა დახურული თათბირი, საბოლოო გადაწყვეტილება კი კვლავ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ღია კენჭისყრაზე მიიღეს.
საზოგადოების ნაწილის აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერება ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა კახა ბენდუქიძის მიმართ. განათლების მინისტრმა მარგველაშვილმა, პრემიერ მინისტრის იდიოტური დავალება პირნათლად შეასრულა. 4 ათასამდე სტუდენტის ბედი გაურკვეველია.
0