დღეს დედამიწას ერთბაშად ორი ასტეროიდი ჩაუქროლებს დღეს დედამიწას ერთბაშად ორი ასტეროიდი ჩაუქროლებს />


  10:54:28     09-03-2013

დღეს დედამიწას ერთბაშად ორი ასტეროიდი ჩაუქროლებს

a23738.jpg

ასტრონომებმა ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ინდექსით - 2013 EC20, რომელიც შაბათს , დილით ადრე დედამიწიდან 130 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაიქროლებს. ჩვენს პლანეტას გვერდს აუვლის 100 მეტრიანი ობიექტი - 2013ET.უკვე ცნობილია, რომ ის დედამიწის ცენტრიდან 2,5-ჯერ უფრო შორს ჩაივლის, ვიდრე მთვარეა დაშორებული.


ამას გარდა, ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ასტეროიდი 2013 ET11, მისი ზომა 16-დან 49 მეტრამდეა და რომელიც 16 მარტს დედამიწას 15-ჯერ შორ მანძილზე ჩაუვლის, ვიდრე მთვარეა. ხოლო 1 აპრილს 2013 EQ4 ასტეროიდი ჩაუქროლებს ჩვენს პლანეტას - წინასწარი გათვლებით, ასტეროიდების „მარში“ მშვიდობიანი იქნება და დედამიწას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

0

ავტორი: