სეპარატისტთა შს მინისტრმა ე.წ. ცხინვალის მერი სცემა სეპარატისტთა შს მინისტრმა ე.წ. ცხინვალის მერი სცემა />


  10:48:52     09-03-2013

სეპარატისტთა შს მინისტრმა ე.წ. ცხინვალის მერი სცემა

a23737.jpg

ცხინვალის ე.წ. მერი ვადიმ გაბარაევი სცემეს. ქალაქისთავი ირწმუნება, რომ თავდამსხმელები ე.წ. შსს მინისტრი ლავოევი და მისი ხელქვეითები იყვნენ, თუმცა სეპარატისტთა მინისტრი ჩხუბის ფაქტს უარყოფს.

ცნობილია, რომ ლავოევი გაბარაევთან სახლში შეიარაღებული თანამშრომლებით მივიდა. ის ცხინვალის ცენტრში წაიყვანეს. იქ ლავოევმა მერს მოთხოვა, რომ არ ჩარეულიყო სამშენებლო კომპანიის მუშაობაში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ აღადგენს ქალაქს. მან გაბარაევი დაადანაშაულა იმაში, რომ მშენებლებს საქმიანობაში უშლის ხელს.

„შენ რა, არ იცი, რომ ეს ჩვენი ხალხია, რატომ უშლი ხელს? ხელისუფლება ახლა ჩვენია! ასე რომ, წადი თანამდებობიდან!“- უყვიროდა მინისტრი. შემდეგ კი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცემა დაუწყო 65 წლის გაბარაევს, რომელსაც ახლახანს გაუკეთეს გულის ოპერაცია.

ფაქტი თავად მერმა დაუდასტურა ჟურნალისტებს და უთხრა: „ვერაფრის თქმა ვერ გავბედე, იმდენი შეიარაღებული ახალგაზრდა მეხვია გარს. მეორე დღეს ყველაფერი პრეზიდენტს მოვახსენე. ის საქმის გარკვევას შემპირდა“. 

მერის თქმით, მინისტრი სამშენებლო ფირმებთანაა დაკავშირებული და ამიტომ დაესხა თავს, „ მე კი მათთან მკაცრი დამოკიდებულება მაქვსო“, ამბობს ის და დასძენს, რომ ამ ინციდენტს ე.წ. პარლამენტი განიხილავს.

ლავოევი კი ამტკიცებს, რომ არავითარი ჩხუბი არ ყოფილა: ჩვენ სტალინის ქუჩაზე არსებული ორმოს გამო შევხვდით, რომელიც მანქანებს აზიანებს. უბრალოდ, შევკამათდით. ხმამაღალი ლაპარაკიც გვქონდა, მაგრამ არანაირი ცემა არ ყოფილა. ჯერ არ შევრიგებულვართ. დამნაშავე ვარ, მსგავსი რამ ჩვენს შორის აქამდე არაფერი მომხდარა - თითქოსდა ინანიებს მუშტი-კრივს ე.წ. მინისტრი.

0

ავტორი: