13:08:12     05-03-2013
ABC.AZ: სააკაშვილის ბაქოში ვიზიტი ივანიშვილს აიძულებს აზერბაიჯანთან თანამშრომლობა გაიხსენო

"სააკაშვილის ბაქოში ვიზიტი ივანიშვილს აიძულებს აზერბაიჯანთან თანამშრომლობა გაიხსენოს", - ამის შესახებ აზერბაიჯანული გაზეთი ABC.AZ წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ოფიციალურმა ვიზიტმა ორმხრივი ურთიერთობები წესით უფრო აქტიური უნდა გახადოს.
ABC.AZ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური ბაქო სააკაშვილის
ვიზიტის შემდეგ საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებსაც ელოდება,
მითუმეტეს, რომ აზერბაიჯანში კარგად შენიშნეს - „ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის
მთავრობისგან ახალი ნაბიჯი ან ინიციატივა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, არ
გახმოვანებულა“ - ამბობენ აზერბაიჯანის ოფიციალურ წრეებში.