"პირველი არხის დირექტორმა შემომთავაზა ფული...  მთხოვა წულუკიანზე რეპორტაჟი არ გამეკეთებინა" "პირველი არხის დირექტორმა შემომთავაზა ფული... მთხოვა წულუკიანზე რეპორტაჟი არ გამეკეთებინა" /> "/> " />


  19:04:43     01-03-2013

"პირველი არხის დირექტორმა შემომთავაზა ფული... მთხოვა წულუკიანზე რეპორტაჟი არ გამეკეთებინა"

a23685.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ხათუნა ბერძენიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. "გვინდოდა ბრიფინგი ჩაგვეტარებინა ტელევიზიის წინ, მაგრამ საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ ამის საშუალება არ მოგვცა. გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით, მე აღარ ვარ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. 

რატომ შეიძლებოდა მიეღო დირექტორს ასეთი გადაწყვეტილება? დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს ამაზე არგუმენტი არ აქვს. მე მაქვს ჩემი ვარაუდები ამასთან დაკავშირებით. ველოდი, რომ ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას შემდეგ რაც წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით გუშინ რეპორტაჟი გავიდა ეთერში. 

 გიორგი ბარათაშვილი გუშინ რამდენჯერმე დამიკავშირდა და მითხრა, რომ წულუკიანზე ეს რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო, რაზეც უარი ვთქვი. დღეს კი მე აღარ ვარ საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი მეუბნებოდა რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციები პოზიტიურად გამეშუქებინა. მან რამდენიმე წინადადება შემომთავაზა: ამეღო ფული, გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე ან წავსულიყავი სამსახურიდან, რადგან თუ უარს ვიტყოდი, მომხსნიდა", - განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ბერძენიშვილის თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მისი განცხადების შესწავლას ელოდება. პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის ახლო ნათესავია. 

სავარაუდოდ, სამეურვეო საბჭოში უახლოეს ხანში გაკეთდება სპეციალური განცხადება. გამორიცხული არ არის, რომ ბერძენიშვილის განცხადების შესწავლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. 


0

ავტორი: