აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთი დესანტს გაგზავნის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთი დესანტს გაგზავნის />


  18:53:18     01-03-2013

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთი დესანტს გაგზავნის

a23683.jpg

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად, როგორც სწრაფი რეაგირების ძალები, შესაძლოა გაგზავნილ იქნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და იმ ქვეყნებში, რომლებიც კოლექტიური უსაფრთოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები არიან - ამის შესახებ საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვლადიმერ შამანოვმა განაცხადა.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, მანამდე თავდაცვის მინისტრმა, ოთხშაბათს ჩატარებულ კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე დავალება გასცა, რომ კრიზისული სიტუაციების აღმოფხვრისას, გაითვალისწინონ საჰაერო-სადესანტო ძალების, - როგორც სწრაფი რეაგირების ძალებად გამოყენება. თუმცა რა კრიზისებს ელოდება რუსეთი აფხაზეთსა ან სამხრეთ ოსეთში, არ დაუკონკრეტებიათ.

0

ავტორი: