იუსტიციის სამინისტრო: იუსტიციის მინისტრის დიპლომთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებთ იუსტიციის სამინისტრო: იუსტიციის მინისტრის დიპლომთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებთ />


  12:40:24     01-03-2013

იუსტიციის სამინისტრო: იუსტიციის მინისტრის დიპლომთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებთ

a23679.jpg

"იუსტიციის მინისტრის დიპლომთან დაკავშირებით, ჩვენ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ. პრესცენტრის ხელმძღვანელი ამერიკიდან რამოდენიმე წუთის წინ დაბრუნდა და გთხოვთ მოგვიანებით პირადად მას მიმართოთ", - გვითხრეს იუსტიციის სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

"პრესა.ჯი" დილიდან ცდილობს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან დაკავშირებას თუმცა, უშედეგოდ. ქალბატონი მინისტრი კი, ჟურნალისტებს ემალება და არ სურს განმარტოს - აქვს თუ არა, უმაღლესი იურიდიული განთლება. 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, ექსპერტები წულუკიანისგან მოითხოვენ საჯარო გახადოს მისი დიპლომი და გაირკვეს - აქვს თუ არა, უმაღლესი იურიდიული განათლება.

უნივერსიტეტში დაცულ არქივში მოიპოვება წულუკიანის დიპლომის ასლი, რომლის მიხედვითაც ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და არა იურისტი. პროკურატურის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მიხედვით კი, იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამავე დროს პროკურორიცაა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განთლება. 

თავდაცვის მინისტრი ალასანია კი ირწმუნება, რომ "თეა წულუკიანის კომპეტენციაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს". სადღეგრძელოს სტილში გაკეთებული ეს განმარტება, თავისთავად სრული აბსურდია, რადგან "კომპეტენცია" არ ნიშნავს უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დიპლომს, რაც, იუსტიციის მინისტრისთვის იმპერატიული მოთხოვნაა.

რაც შეეხება კომპეტენციას, მაგალითად, დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე განათლებით ფიზიკოსია, თუმცა, კომპეტენტურია იურიდიულ საკითხებში. მიუხედავად ამისა, კანონის მიხედვით, ხმალაძეს არ აქვს უფლება დაიკავოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა სწორედ იმიტომ რომ ის განათლებით იურისტი არ არის. 


0

ავტორი: