ირმა ნადირაშვილი: „პრემიერმა ისინი სიკვდილისთვის გაწირა“ ირმა ნადირაშვილი: „პრემიერმა ისინი სიკვდილისთვის გაწირა“ />


  14:53:46     26-02-2013

ირმა ნადირაშვილი: „პრემიერმა ისინი სიკვდილისთვის გაწირა“

a23645.jpg

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ივანიშვილის  გუნდის მიერ სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე ახლო ნათესავების დანიშვნის დამადასტურებელ ახალ მასალებს ახლო მომავალში გამოამზეურებს. 

„პრესა.ჯი“ უმცირესობის წევრს პრემიერის დღეს გავრცელებულ მიმართვაზე, მაღალჩინოსანთა დაკითხვაზე და 19 აპრილს დაანონსებულ მიტინგზე ესაუბრა. 

პრესა.ჯი:  დღეს ივანიშვილის მუქარანარევი მიმართვა გავრცელდა, სადაც პრემიერი, პრეზიდენტს  2-3 დღეში კონსტიტუციურ ცვლილებაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირებისკენ მოუწოდებს... 

ირმა ნადირაშვილი: ამ თემაზე ჩვენმა გუნდმა არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, ამიტომ მიმართვის გამოქვეყნების მოტივი გაუგებარია. დღეს გამოქვეყნებულ წერილს მე მიმართვას ნამდვილად ვერ დავარქმევდი, იქ არის პირდაპირი მუქარა. 

პრემიერი არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაემუქროს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ იმუქრებოდა ივანიშვილი რომ  თუ ჩვენი რიტორიკა არ შეიცვლება,  პროკურატურასთან რიგები არ შეწყდება. 

მე შეგახსენებთ, რომ როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დადგა, პრემიერმა ღია მუქარა გააჟღერა და დაგვემუქრა რომ ვინც არ მისცემდა ცვლილებას ხმას, პოლიტიკურ მას მომავალს გაუფუჭებდა. დღეს გამოქვეყნებული წერილს რაც შეეხება, იქ ახალი არაფერი წამიკითხავს. პრემიერი ამ ტონით ნამდვილად არ უნდა საუბრობდეს. 

- რას უკავშირებთ ივანიშვილის მსგავსი ტონით საუბარს? 

- ივანიშვილი სხვა დროსაც იმუქრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, გიგი უგულავას უდანაშაულობის დამტკიცებამ ისე გაამწარა, რომ ახლა ღია მუქარაზე გადავიდა. 

- თქვენ მიერ დაანონსებულ აქციაზეც მინდა გკითხოთ, შეძლებთ 19 აპრილს მხარდამჭერების ქუჩაში გამოყვანას? 

- დღეს ქვეყანაში ძალინ ბევრ ადამიანს აქვს უსამართლობის განცდა. ახალმა ხელისუფლემამ ძალიან ბერი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით უსამსახუროდ დატოვა. 

ივანიშვილის გუნდმა სამსახურიდან გამოუშვა ჩვენი პარტიის  არაერთი აქტივისტი. ბევრი ადამიანი დატოვეს სოციალური დახმარების გარეშე. პრემიერმა, ისინი, სიკვდილისთვის გაწირა. კარგად მოგეხსენებათ, რა დღეში ჩააგდო ახალმა ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული კახელები.

რაც მთავარია, ქვეყანაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს საქართველო რუსეთისკენ წავიდეს და არჩეული საგარეო კურსი შეცვალოს.  ამიტომ 19 აპრილს სწორედ ეს ადამიანები გამოვლენ რუსთაველის გამზირზე და საკუთარ პროტესტს ღიად დააფიქსირებენ. 

- სახელმწო უწყებებში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობდით, საინტერესოა, თუ მოჰყვა თქვენ მიერ გამოქვეყნებულ სიებს  დასახელებული სამინისტროების მხრიდან რაიმე სახის გამოხმაურება? 

- არანაირი რეაგირება არ ყოფილა, არავის უფიქრია იმაზე რომ სამსახურებში ადამიანები კონკურსის წესით აიყვანონ და არა საკუთარი ნათესავები და ახლობლები დაასაქმონ საკმაოდ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 

მეტიც, ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნეპოტიზმი წაახალისა და თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი, კარგი საქციელია. მე ახალ სიაზე ვმუშაობ და ძალიან მალე ახალ მასალასაც წარმოგიდგენთ.

- ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს, რომ  მოსკოვში მზად არიან, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ...

- ეს ამბავი  არ მიკვირს, გასაკვირია აქამდე რატომ არ შეხვდა პუტინს.

0

ავტორი: