„გამომძიებლები ლიპარტელიანს ციხეში ჩალპობით ემუქრებიან, თუ იმას არ იტყვის, რაც მათ სურთ“ „გამომძიებლები ლიპარტელიანს ციხეში ჩალპობით ემუქრებიან, თუ იმას არ იტყვის, რაც მათ სურთ“ />


  11:39:41     26-02-2013

„გამომძიებლები ლიპარტელიანს ციხეში ჩალპობით ემუქრებიან, თუ იმას არ იტყვის, რაც მათ სურთ“

a23642.jpg

9 წლის წინ დიდუბის პანთეონთან მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით ორი მოწმე დააკავეს. აღნუშნული ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ დაუდასტურა. 

მისი თქმთ,  სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულები არიან ყოფილი პოლიციელები: მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე. 

პროკურატურის ინფორმაციით, ლიპარტელიანმა 4-ჯერ მისცა ჩვენება, სადაც ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს, თუმცა, ირაკლი ფარცხალავას მიერ ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ადგილზე სხვადასხვა სახის იარაღი ნახა.

რაც შეეხება ლევან ლობჟანიძეს მანაც რამდენჯერმე მისცა ჩვენება და ყველა შემთხვევაში დაკავებულის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. 

ორივე დაკავებული ამ დროისთვის დიღომში მდებარე პოლიციის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან. 

დაკავებულების ნათესავებმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, რომ პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები ლიპარტელიანისა და ლობჟანიძის მიმართ ზეწოლას ახორციელებენ. 

„გამომძიებლები მაიზერ ლიპარტელიანს ციხეში ჩალპობით ემუქრებიან, თუ იმას არ იტყვის, რაც მათ სურთ“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს მაიზერ ლიპარტელიანის ოჯახის ახლობელმა.

 

0

ავტორი: