15:19:39     10-01-2011
ქოქოსის ტრიუფელის ნამცხვარი
შემადგენლობა
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 3/4 ჩ.ჭ
ქოქოსი - 2,5 ჩ.ჭ
ნაღები - 300გრ.(38%)
შოკოლადი - 250 გრ.
მომზადება:
5 ცალი კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ 3/4 ჩ.ჭ.შაქართან ერთად(ანუ მაგარი ბეზე ამოიყვანეთ). დაამატეთ 2,5 ჩ.ჭ ქოქოსი,გადაურიეთ,გადაიტანეთ ყალიბში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი. ყალიბს ჩაუფინეთ საკონდიტრო ქაღალდი და კარაქი გადაუსვით. ამ გამომცხვარ ქოქოსის ბეზეს ზემოდან გადაუსვით ნაღების კრემი: გათქვეფეთ 300გრ. ნაღები (38%) და გამდნარი შოკოლადი შეათქვიფეთ 250 გრ. ,ანუ გაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე და ამოყვანილ ნაღებს შეათქვიფეთ.ოღონდ შოკოლადი ცხელი არ უნდა იყოს! მთავარია, ნაღები დიდხანს არ თქვიფოთ! წაუსვით გამომცხვარ ბეზეს ნაღების კრემი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.