22:13:09     22-02-2013
თბილისის ვიცე-მერად ვანო მერაბიშვილი და სევდია უგრეხელიძე დაინიშნენ

გიგი უგულავამ თბილისის ვიცე-მერობა საკრებულოს წევრს, სევდია უგრეხელიძესა და შს ყოფილ მინისტრს, ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს შესთავაზა.
თბილისის არჩეული მერის განცხადებით, პრემიერ მინიტრი ივანიშვილი, ცდილობს დაეპატრონოს დედაქალაქის მერიასა და რიყის ტერიტორიას.
"მას უკვე ეკუთვნის თბილისის ძველი იპოდრომი. როგორც ჩანს, ეს არის მისი ჰობი. რეკრეაციული ზონა. თუ ჩემი ქვეყნის გზა გადის ციხეზე, მე მზად ვარ წავიდე ციხეში, მაგრამ შიზოფრენიულ მოვლენებს, მე არასოდეს შევეგუები. ბრალდება, რომელიც წამიყენეს არის აბსურდული და ამას დავამტკიცებ", - განაცხადა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ.
"ვთავაზობ ვიცე-მერობას, საკრებულოს წევრს, სევდია უგრეხელიძესა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს. მინდა ვუთხრა პრემიერ მინისტრს: დედაქალაქის მერიას ვერ დაეპატრონებით" - თქვა უგულავამ მერიაში გამართულ სპეც-ბრიფინგზე.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ის მზადაა ჩაერთოს ბრძოლაში, მიიღოს გამოწვევა და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში შიზოფრენიული მოვლენები ვითარდება. "მათ სურთ ის დაძაბულობა, რომელიც რეგიონებშია, თბილისში გადმოვიდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ, რომელიც ბრალის წაყენების მიზნით ხვალ 2 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული.
0