„ბატონო ბიძინა: ან მოგვხედეთ ან წადით რუსეთში და თავი დაგვანებეთ“ „ბატონო ბიძინა: ან მოგვხედეთ ან წადით რუსეთში და თავი დაგვანებეთ“ />


  17:38:02     22-02-2013

„ბატონო ბიძინა: ან მოგვხედეთ ან წადით რუსეთში და თავი დაგვანებეთ“

a23618.jpg

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამომრჩეველი მოატყუა. „ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები საპნის ბუშტებივით სკდება. 

სოციალურად დაუცველები ივანიშვილმა ქუჩაში დატოვა და გამოუცხადა, რომ დაკავებული ფართები უნდა დაცალონ, თუ სურთ რომ 200 ლარიანი დახმარებები მიიღონ.

ჯანდაცვისა და სოცდახმარების სამინისტროს ამ ბრძანებულებამ რამდენიმე ათეული ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი თავშესაფრის გარეშე დატოვა და შოკში ჩააგდო.

არადა, წინსააარჩევნოდ, მათ ივანიშვილი საცხოვრებლების დაკანონებასაც და გრანდიოზულ დაფინანსებასა და შემწეობებსაც შეპირდა. მაგრამ, როგორც ბენზინზე , გაზსა და დენზე დაწეული ფასები, სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი ეს დაპირებაც „დაიკარგა“!

სოციალურად დაუცველები კი ივანიშვილამდე მიღწევას ვერ ახერხებენ, რამდენჯერმე მათ გამაფრთხილებელი აქციაც მოაწყვეს და ივანიშვილს ამ 200 ლარიანი დახმარების სანაცვლოდ სამუშაო ადგილებს სთხოვენ.

ადგილები კი მხოლოდ ფანჯიკიძის შვილების, ბესელიას ქმრის და მურმან დუმბაძის ნათესავებისთვის გამოინახა. სამაგიეროდ, „ბიძომ“ პოლიცია აამუშავა.

ლესელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახი პოლიციამ იძულებით გამოასახლა. პროტესტის ნიშნად, ოჯახის წევრმა ბენზინი გადაისხა, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახეს.

ოჯახი ხელისუფლებისგან და პრემიერისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. პროტესტის ნიშნად ბენზინის გადასხმის შემდეგ ადგილზე სახანძრო სამსახური გამოიძახეს. "იმის ნაცვლად, რომ სამართლიანობა აღმდგარიყო და ყველაფერი გარკვეულიყო, ისევ ჩვენ ვართ მსხვერპლი: ადრე "ნაცები" გვსჯიდნენ, ახლა კი "ოცნება" გვიღებს ბოლოს", - თქვა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.

„სოციალურად დაუცველთა კომიტეტის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ხევსურიშვილი კი ამბობს, რომ მერია თანახმაა, შენობაში კომუნიკაციის პრობლემები მოაგვაროს, თუ ცენტრალური მთავრობა მას ამ დავალებით მიმართავს.

ცენტრალური მთავრობა კი უარზეა. მაყვალა ბაძაღუა, სოციალურად დაუცველია და მედიასთან საუბრისას ის მთავრობისგან დახმარებას ითხოვს:

„ნაძალადევში, მინისტრი სერგეენკო მოვიდა და დაგვპირდა, ყველანაირად დაგეხმარებითო. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს გულის ოპერაცია გადატანილი ჩემი მეუღლისთვის საჭირო წამლების შესაძენად ფორმა-100 ვაჩვენე, წამლების ფული იქნებ ჩამირიცხო-თქო.

ამაზე ხომ არაფერი, ახლა 200 ლარსაც მიხსნიან. უფრო გაგვაღიზიანეს. თან მეუბნებიან, ყოფილი რაიკომის შენობაში მცირედი ფართი გვაქვს და დაცალეო, სად წავიდე 7 სულით? გამომიყონ ფართი და გადავალ.“

ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელთან ორი ქალბატონი შეგვხვდა. როცა გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ერთ-ერთმა გვითხრა: „გთხოვთ გაავრცელეთ... გვიშველეთ, დაკავებული ფართებიდან გვყრიან, არც სხვას გვაძლევენ სანაცვლოდ და 200 ლარით იცხოვრეთო.

 გეკითხებით, თინა ხიდაშელი 200 ლარად ბინასაც იქირავებს და 5 სულიან ოჯახსაც შეინახავს? რას ჰგავს ამათი საქციელი? ესაა აწყობილი ქვეყანა და ოცნება? ამაზე ოცნებობდით ბიძინა? ამაზე მე მგონი მხოლოდ პუტინი იოცნებებდა, რომ ქართველებს დამშეულებს და ღატაკებს უყუროს! მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ბატონო ბიძინა: ან მოგვხედეთ ან წადით რუსეთში და თავი დაგვანებეთ“. 

სოციალურად დაუცველები გამონაკლისები არ არიან. საჩხერის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს, რომლებსაც ფონდ "ქართუდან" სახელფასო დანამატის სახით გარკვეული თანხა ეძლეოდათ, იანვრიდან დაფინანსება შეუწყდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

ივანიშვილის მხარდამჭერები და გუნდის წევრები წინასაარჩევნოდ გვიმტკიცებდნენ, რომ ბიზნესმენი ფულს უანგაროდ და ყოველგვარი მიზნების გარეშე არიგებდა. 

რომ ეს მისგან ქველმოქმედება იყო და არა - პოლიტიკაზე წინასწარ გათვლილი პიარი, რათა ხალხი შემდგომ მასზე დამოკიდებული გამხდარიყო (და თუ პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტდა, ნაყიდი ხმები ექნებოდა სათვალავში)!  

დევნილთა აზრით, „ბიძომ“ დიდი ხნის ნაოცნებარი პრემიერობა აისრულა და ალბათ ამიტომაცაა, რომ ხალხის ხმებსა და მათ დაფინანსებასაც ფეხებზე იკიდებს!
0

ავტორი: