მერაბიშვილი: 19 აპრილს ყველას მიტინგზე გიწვევთ (ვიდეო) მერაბიშვილი: 19 აპრილს ყველას მიტინგზე გიწვევთ (ვიდეო) />


  14:59:46     21-02-2013

მერაბიშვილი: 19 აპრილს ყველას მიტინგზე გიწვევთ (ვიდეო)

a23600.jpg

"მინდა სპეციალური განცხადება გავაკეთო პარტიის სახელით. საქართველო ისტორიულად ხშირად იდგა გზაჯვარედინზე და უწევდა არჩევანის გაკეთება. 

სამწუხაროდ, ახლაც ასეა. დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო ორიენტაციის შესახებ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ - ჩვენი მომავალი არის ევროპა.

ამიტომ, 19 აპრილს, ოთხ საათზე შევიკრიბოთ ძველი პარლამენტის შენობასთან და ჩავატაროთ დიდი მიტინგი. ყველას გიწვევთ მიტინგზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო არ იყოს მონობაში და მტრების გავლენის ქვეშ. ვიწყებ ქვეყნის შემოვლას და ხალხის მოწვევას მიტინგზე". 

0

ავტორი: