13:28:58     21-02-2013
უფასო რჩევა კბილაშვილს: 5 მანქანიანი ესკორტით და წივილ-კივილით სიარული...

"ფეისბუქზე" პოპულარულია სტატუსი, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის დაცვის მიერ ქუჩების გადაკეტვას ეხება.
"ანი გაგუა
უფასო რჩევა: პატარა ქუჩის 20 წუთით გადაკეტვა, იმისთვის რომ სახლიდან შეუფერხებლად გამოხვიდეთ, 5 მანქანიანი ესკორტით და წივილ-კივილით სიარული, დაცვის მანქანაში შემოხტომა (ძალიან პირდაპირი გაგებით) და "არ დაძრა გოგო მანქანა"-ს ყვირილი, რბილად რომ ვთქვათ, არ არის კარგი,
იმიტომ, რომ:
1. მიშაც კი არ დადის ეგრე
2. ამის რეალური საჭიროება არ დგას
3. უბრალო მოკვდავებში გაღიზიანებას იწვევთ
4. როდისმე ისევ ჩვეულებრივი მოკვდავივით მოგიწევთ ცხოვრება და ფეხით სიარული საადვოკატო კანტორაში - გაგიჭირდებათ შეგუება.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
ჩემით გავალ".
0