11:36:13     21-02-2013
სსრკ-ის საიდუმლო ექსპერიმენტების მონაწილე ალაპარაკდა
კონტრდაზვერვას პრესასთან კონტაქტზე გასვლისკენ ჩელიაბინსკის მეტეორმა უბიძგა. უახლოეს პერიოდში ისინი აპირებენ წერილობით მიმართონ პუტინს, ზეპირად კი უკვე გაუგზავნეს შეტყობინება: გამართეს პრესკონფერენცია და პრეზიდენტს არამიწიერი ცივილიზაციების შემდგომი შესწავლისთვის ფინანსები სთხოვეს.
პრეს-კონფერენციის მთავარ სენსაციად თადარიგის გენერალ-ლეიტენანტის, გენშტაბის საექსპორტო სამმართველოს ყოფილი უფროსის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ალექსეი სავინის ნაამბობი იქცა. საბჭოთა პერიოდში ის უცხოელებთან აზრობრივი კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა. ამაზე სამი საცდელი ჯგუფი მუშაობდა. წელიწადნახევრის ვარჯიშის შემდეგ უკვე ექვსასმა ქალმა შეძლო მათთან კონტაქტი.
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის თქმით, ლაბორატორიაში ქალების ტვინის უჯრედებზე მეცნიერები გარკვეული მეთოდებით ზემოქმედებდნენ, „ რის შედეგადაც მათ რამდენიმე უცხოპლანეტელი აღმოაჩინეს ჩვენს შორის. ვფიქრობდით, უცხოპლანეტელები რაიმეს გვიამბობდნენ , რაიმეთი დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ამაოდ,“ - ამბობს მეცნიერი.
კერძოდ, რაზე ესაუბრებოდნენ უცხოპლანეტელები საბჭოთა კონტრმზვერავებს, აქამდე სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ ურთიერთობის შემდეგ საბჭოთა კავშირი მალე დაიშალა.
ასეთი ექსპერიმენტების შედეგად ჯერჯერობით დაასკვნეს, რომ „სხვადასხვა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (ამო) სწორედ შეიარაღებასთან დაკავშირებული აქტიური მოქმედებების პერიოდში ჩნდებიან ხოლმე. საკმარისია რამდენადმე გაიზარდოს პოლიგონზე სამხედრო ტექნიკა, დაიწყოს რაიმე ახალი გამოცდა - აუცილებლად მოფრინდება ამო. ზოგჯერ ობიექტი შეუიარაღებელი თვალით ჩანს, ლოკატორით კი - არა. ანდა პირიქით. ხან ვიზუალურად ჩანს, თითქოს ობიექტი აქაა, ლოკატორი კი უჩვენებს, რომ ის მოძრაობს. გახედვას ვერ მოასწრებ და ის უკვე შენს უკანაა“.
საბჭოთა კავშირში იმ ვერსიას ემხრობოდნენ, რომ ეს მოუხელთებელი ამო-ები განვითარებული ქვეყნების ამერიკის ან იაპონიის სადაზვერვო მოწყობილობები იყო. ყოველ შემთხვევაში „პირადად მე, როგორც ადამიანს, უცხოპლანეტელების არსებობის მჯერა“, - ამბობს მეცნიერი.