ახალაიას საქმის მთავარმა მოწმემ სასამართლოზე ჩვენება შეცვალა (ვიდეო) ახალაიას საქმის მთავარმა მოწმემ სასამართლოზე ჩვენება შეცვალა (ვიდეო) />


  18:07:02     20-02-2013

ახალაიას საქმის მთავარმა მოწმემ სასამართლოზე ჩვენება შეცვალა (ვიდეო)

a23588.jpg

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად 8 ბრალდებულის სასამართლო პროცესი 28 თებერვალს, 10 საათსა და 30 წუთზე, განახლდება. 

დღეს კი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოში მოწმის სახით დასაკითხ 200-მდე პირის სია გადასცა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს უფლებადამცველმა გიორგი ონიანმა განუცხადა, მოსამართლე ეკა არეშიძემ მასმედიის მასობრივი საშუალებების მიერ სასამართლო სხდომის ტრანსლაციის შესახებ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ონიანის განცხადებით, დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას განსახილველ მტკიცებულებათა სიას წარმოადგენს.

პრესა.ჯი: როგორი განწყობა ჰქონდა სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიას?

გიორგი ონიანი (უფლებადამცველი): ბაჩო ახალაია შემართებითაა განწყობილი. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალება ჰქონდეს, ესაუბროს ხალხს და ამხილოს პროკურატურა იმ ტყუილებში, რასაც მის მიმართ აქვს ადგილი.

- როგორ შეაფასებდით თვითონ პროცესს?

- პროკურატურის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმემ, გაგა მკურნალიძემ, რომელიც ზვიად აბესაძეს ჩაკეტვის ფაქტს ადასტურებდა, დღეს განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მისი ვერსია არ იყო. და ეს ვერსია პროკურატურას ეკუთვნოდა და ის იძულებული იყო ციხის პირობებში დათანხმებოდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას.

- პროცესის დაწყებამდე იყო საუბარი რომ დაცვის მხარეს დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარედგინა...

- დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენის საშუალება არ მოგვეცა, ვინაიდან მოსამართლეს არ ეცალა და სხდომა გადადო. მტკიცებულებების წარდგენა შემდეგ პროცესზე, 28 თებერვალს მოხდება. მაგრამ ამაზე მყარი მტკიცებულება რა უნდა იყოს. ციცხალი ადამიანი, ბრალდებელის მოწმე ცვლის ჩვენებას და პროკურატურის მიერ ზეწოლაზე საუბრობს". 

ცნობისთვის, დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ახალაიას მხარდამჭერებმა ადგილზე საქართველოს ეროვნული დროშები და ტრანსფარანტები მიიტანეს.

"ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარია", "მითებზე აგებული საქმე", "საზოგადოებას ატყუებენ", "ალასანიას, წულუკიანის და კბილაშვილის საპნის ოპერა", "ნუ ლახავთ ქართული ერის ღირსებას", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალების წარმომადგენლებს, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესის რამოდენიმე წუთით გადაღების საშუალება მიეცათ.

სასამართლოში თანაგუნდელის მხარდასაჭერად ახალაიას ახლობელები მივიდნენ. სასამართლოზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების წარმოანდგენლებიც.

უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და ნუგზარ წიკლაური, მსახიობები ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე, უფლებამდამცველი თეა თუთბერიძე.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს პროცესზე შესვლამდე განუცხადა, ახალიაია პოლიტპატიმარია.

„დღეს პროკურატურა არის ხელისუფლების ბრმა იარაღი ადამიანების შანტაჟისთვის, ამის მაგალითია ბაჩო ახალაიას საქმე“,- განაცხადა წიკლაურმა.
0

ავტორი: