მაია ფანჯიკიძე: აქ ასეთი წესია? (ვიდეო) მაია ფანჯიკიძე: აქ ასეთი წესია? (ვიდეო) />


  15:22:18     19-02-2013

მაია ფანჯიკიძე: აქ ასეთი წესია? (ვიდეო)

a23570.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეკითხვებს პასუხობს.

აკაკი მინაშვილი: „ქალბატონო მაია, თქვენ ახლაც განაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული მიზანი, საგარეო ვექტორი. თქვენ, პირადად, აცხადებთ, რომ ეს არის ნატო და ევროკავშირი. სხვათა შორის, განსხვავებით თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრებისაგან - გოგი თოფაძე, კობა დავითაშვილი და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ სიტყვებია და ეს არ გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში და მე მინდა, მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითი:

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს იყო ძალიან სერიოზული ნიშა დემოკრატიული რეფორმების წინსვლის და ეს იყო ჩვენთვის ძალიან სერიოზული კაპიტალი, რომ უფრო დაგვეჩქარებინა ინტეგრაცია ნატოში, მათ შორის, ევროკავშირში. ჩვენ შემოგთავაზეთ - საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა პრემიერ-მინისტრს - გაგვეკეთებინა ერთობლივი წერილი ნატოს მინისტერიალისათვის, რომელიც იმართებოდა დეკემბერში.

ამ წერილის შინაარსი გესმით და იცით, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ ორივე პარტიასერთობლივად უნდა მიგვემართა, რომ დაჩქარებულიყო ინტეგრაციის პროცესი. კონკრეტული შემოთავაზება, კონკრეტული საქმე. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ერთობლივ წერილზე უარი განაცხადა. მე გთხოვთ, რომ კონკრეტულად გამცეთ კითხვაზე პასუხი - რა მიზეზებით იყო ეს უარი გაცხადებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან?"

0

ავტორი: