ზუგდიდში 20 წლის ბიჭი ჯერ აწამეს, შემდეგ - მოკლეს ზუგდიდში 20 წლის ბიჭი ჯერ აწამეს, შემდეგ - მოკლეს />


  19:09:58     18-02-2013

ზუგდიდში 20 წლის ბიჭი ჯერ აწამეს, შემდეგ - მოკლეს

a23560.jpg

საზარელი მკვლელობა მოხდა ზუგდიდში. ქალაქში 20 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით ის ე.წ. გარჩევას შეეწირა. 

ზუგდიდელები გახშირებულ კრიმინალზე საუბრობენ და პოლიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით. საყოველთაო ამნისტიის შემდეგ ქალაქში კრიმინალმა და კრიმინალურმა გარჩევებმა საგრძნობლად იმატა. 

სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, თუმცა, მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიმალა. 

მომხდარი მკვლელობის შესახებ შს სამინისტროს საიტზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ყოფილი პოლიციელები ეჭვობენ, რომ გახშირებული კრიმინალის გამო, შს სამინისტრო დანაშაულის რეალურ სტატისტიკას მალავს.

0

ავტორი: