21:09:16     16-02-2013
მიროტაძემ ალასანიას „ოცნების“ ყრილობაზე ყოფნის აუცილებლობა ვერ დაინახა (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ ყრილობას, რომელიც თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართა, არ ესწრებოდა ივანიშვილის მიერ ყურაწეული ირაკლი ალასნია. კითხვა - თუ რატომ არ იმყოფებოდა ალასანია ყრილობაზე, კოალიციის წევრებს აღიზიანებდათ.
მაგალითად, ხიდაშელი ჟურნალისტებს აგრესიულად უმტკიცებდა, რომ თავდაცვის მინისტრი ყრილობას საქართველოში არ ყოფნის გამო ვერ დაესწრო.
სხვები შედარებით მოკრძალებულები იყვნენ და ცდილობდნენ შექმნილი უხერხულობა როგორმე კარგად შეეფუთათ. კოალციის წევრმა დეპუტატმა ფორუმიდან, ანი მიროტაძემ კი, ირაკლი ალასნიას „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ყოფნის აუცილებლობა ვერ დაინახა.
0