„საქართველო შორდება ნატოს და უახლოვდება რუსეთს“ „საქართველო შორდება ნატოს და უახლოვდება რუსეთს“ />


  16:14:33     14-02-2013

„საქართველო შორდება ნატოს და უახლოვდება რუსეთს“

a23519.jpg

„ევროპარლამენტის უმრავლესობის, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების განცხადება საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გადახედვასთან დაკავშირებით, არის საგანგაშო და შიდადაპირისპირებას გადაყოლილი მთავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი“, - მიიჩნევს „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. 

„პრესა.ჯი“ ოპოზიციის წარმომადგენელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის, საგარეო ვექტორისა და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით, ივანიშვილის გუნდის 100 დღიან საქმიანობას?

- არაფერი გაკეთებულა ქვეყნის დეოკუპაციის კუთხით. ამასთან სომხეთი ვერანაირად ვერ იქნება ეტალონი საგარეო კურსის თვალსაზრისით. სახიფათოა პრემიერის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის გახსნის შესახებ გაკეთებული განცხაება.

ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე საუბრის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი სრული ილუზიაა. რადგან რუსეთის გაცხადებული წინაპირობაა, რომ საქართველომ უარი თქვას ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაზე.

- იქნებ უფრი კონკრეტულად გვითხრათ, რატომ არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა?

- ეს რკინიგზა ოკუპანტის მიერ იჯარით არის აღებული. შესაბამისად ამ რკინიგზის ამუშავება რუსეთის ინტერესებში შედის. ეს ხდება იმ ფომზე, როცა საუბარია ალტერნატიულ რკინიგზაზე, რომელშიც საქართველო აქტიურადაა ჩართული და რომელიც ქვეყანას ევროპაში გაიყვანს... ამიტომ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რკინიგზის გახსნით არ უნდა ვინტერესდებოდეთ. თუ რუსეთის ინტერესების გატარება გვინდა, მაშინ გასაგებია რა კურსი აქვს აღებული ახალ მთავრობას.

- საინტერესოა თქვენი შეფასება ევროპის სახალხო პარტიის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესაძლო გადახედვას გულისხმობს...

- სახეზე გვაქვს ერთი მხრივ ევროატლანტიკური სივრცისგან ქვეყნის დაშორების და მეორე მხრივ რუსეთთან დაახლოების ტენდენცია. საქართველო შორდება ნატოს და უახლოვდება რუსეთს. ამ პროცესის გაგრძელება მიგვიყვანს ქვეყნის დესუვერენიზაციასთან, რაც რუსეთის კავკასიური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია.

იმედია ევროპის სახალხო პარტია აზრს შეიცვლის და ასოცირების შესახებ მიღწეულ შთანხმებას არ გადახედავს. ეს საკითხი გამოიწვევს ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებას ევროპულ სივრცესთან. ჩვენთვის „ესენგესა“ და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში ყოფნა, სადაც დომინანტი ქვეყანა რუსეთია, არანაირად არ არის ხელსაყრელი. ჩვენთვის ნატოსა და ევროატლანტიკურ სივრცეს ალტერნატივა არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, გვინდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა.

- საქართველოს პრემიერი ბოლო დროს ხშირად გამოთქვამს მზაობას, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შესახებ, თქვენი აზრით, რის ხარჯზე მიიღებს პუტინი ივანიშვილის გამოწვდილ ხელს?

- ერთადერთი წინაპირობა რუსეთის მხრიდან, რომ ახალ ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს, არის ნატოზე უარის თქმა. ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე უარის თქმა კი როგორც გითხარით, დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ნიშნავს.

- რაც შეეხება თქვენი პარტიის პოლიტიკურ ბედს, ბოლო დროს ვეღარ გხედავთ პოლიტიკურ ასპარეზზე...

- პოლიტიკიდან არ წავსულვარ. აქტიურ მდგომარეობაში ვერ მხედავთ, რადგან მე არავინ მიბარებს პროკურატურაში დასაკითხად. ვერც მე დავიბარებ და დავკითხავ სხვებს...

- პროკურატურაში დაბარებების თემას შეეხეთ, როგორ შეაფასებდით ყოფილი მაღალჩინოსნების საგამოძიებო ორგანოში დაბარების საკითხს?

- ამ საკითხისადმი მკაფიო პოზიცია არ მაქვს. ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესში შედის სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ თუ ეს ფაქტი იძენს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმას, მაშინ სახელმწიფოსთვის დამღუპველი იქნება.
0

ავტორი: