14:38:27     14-02-2013
ჰამბურგში ქართველებმა ქართველი ოქრომჭედელი დააყაჩაღეს (ვიდეო)
![a23518.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23518.jpg)
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართველი იუველირი, ალექსანდრე საგინაშვილი დააყაჩაღეს. გერმანული პრესის ცნობით, ყაჩაღები ქართველები იყვნენ.
მათ ოქრომჭედელი დააბეს და აწამეს, შემდეგ კი დანით დაჭრეს. თუმცა, მიუხედავად ასეთი სისასტიკისა, ოქრომჭედელი საგინაშვილი სეიფის გახსნაზე უარს აცხადებდა. მისი ყვირილი მეზობელმა გაიგონა და პოლიციაში დარეკა.
გერმანულმა პრესამ მათ წლის ყველაზე „დებილი“ კრიმინალები შეარქვა. შემთხვევა ვილი ბრანტ შტრასეს 21 -ში მოხდა.
0