პრეზიდენტი: მოსკოვში იმაზე შორს მიმავალი, მზაკვრული გეგმა ჰქონდათ ვიდრე წარმომედგინა პრეზიდენტი: მოსკოვში იმაზე შორს მიმავალი, მზაკვრული გეგმა ჰქონდათ ვიდრე წარმომედგინა />


  17:59:38     13-02-2013

პრეზიდენტი: მოსკოვში იმაზე შორს მიმავალი, მზაკვრული გეგმა ჰქონდათ ვიდრე წარმომედგინა

a23510.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილეებს უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა უცხოელ მაღალჩინოსებთან შეხვედრაზე ყურადღბა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე გაამახვილა, რომელიც აფხაზეთში რკინიგზის გახსნას გულისხმობს. 

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა იცოდეთ ჩემი პოზიცია რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით. როდესაც რუსებმა მიითვისეს ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა მაშინვე გამიჩნდა კითხვა, რაში სჭირდებოდა რუსეთს სომხეთის რკინიგზა, რომელიც მან შეიძინა როცა მას არ ჰქონდა საქართველოს რკინიგზა გახსნილი, მაგრამ ეტყობა მოსკოვში იმაზე შორს მიმავალი, მზაკვრული გეგმა ჰქონდათ ვიდრე ეს წარმომედგინა.

მათ ჰქონდათ გათვლები საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ ალბათ ჰყავდათ საკუთარი ფავორიტი და ჰქონდათ კონკრეტული ვალდებულებები მიღებული. სხვანაირად ვერ ვხსნი, რაში სჭირდებოდა რუსეთს სომხეთისა და აფხაზეთის რკინიგზა, რომლებიც ერთმანეთთან არაფრით არ არიან დაკავშირებულნი“.

პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ახალი მთავრობის კიდევ ერთი განცხადება გაიხსენა. რომელიც ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემას ეხებოდა.
მისი თქმით, აღნიშნული რკინიგზა „თავისუფალი ფანჯარა იქნებოდა საქართველოსთვის ევროპაში“.

„ჩვენ სხვა შეთავაზება გვქონდა, სამეგრელოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი დიდი პორტი „ლაზიკა“ უნდა აშენებულიყო. რაც დიდი გემების, კონტეინერების განტვირთვისთვის იდეალური ადგილი იქნებოდა, 18 თვეში გვექნებოდა აღნიშნული პორტი. თუმცა, მისი მშენებლობა შეჩერდა. ეს პორტი სარგებელს მოუტანდა სომხეთსაც და მისცემდა საშუალერბას მისი ტვირთი ყველა მიმართულებით წასულიყო.

ლაზიკის პორტი თავისთავად მიმზიდველი გახდებოდა აფხაზეთისთვის. დღეს კი რკინიგზის გახსნით რუსეთს მივცემთ საშუალებას ოკუპირებულ აფხაზეთში მიიზიდოს ინვესტიციები და ეთნიკური წმენდის ტერიტორიაზე მიიღოს დიდი ფული საქართველოს დაუკითხავად. ეს იქნება კავკასიის ექსპანსია.

საქართველოს გაუჭირდება აფხაზეთის რეინტეგრაცია და განულდება სხვა ტიპის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პრობლემები“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა რომ აფხაზეთის მიზიდულობა გახსნილობის პოლიტიკითაა შესაძლებელი. ეს კი პრეზიდენტის აზრით, თავისუფალი პორტით „ლაზიკით“ იქნებოდა შესაძლებელი.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ჩიხურ სიტუაციაში აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. პრეზიდენტი თვლის რომ ამ თემაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული.

სააკაშვილი: „მე არ ვიცი რა ვალდებულებები აიღეს, რომ ასე ჩქარობენ ამ ვალდებულებების შესრულებას. ამ თემაზე რომ ჩემ მთავრობასთან არ იყვნენ მოლაპარაკებულნი, ზუსტად ვიცი. ერთი მხრივ, ყველანაირი ახალი კომუნიკაცია კარგია, მაგრამ ამ კონკრეტულ შეთავაზებაში ბევრი ნაღმია ჩადებული“.

საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე განხილვასაც შეეხო, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომ ქვეყანა არც ერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში არ უნდა შევიდეს.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ ქვეყანას, ვინც მსგავს გაერთიანებაშია, თუმცა საქართველო არ არის ამ სივრცეში ინტეგრირებული, ეს გაერთიანება არაფრის მომცემია. მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება მივიღოთ.

ჩვენი კურსია ნატო და ევროკავშირი. ჩვენ განვიხილავთ თავს ევროპის წევრ ქვეყნად, დარწმუნებული ვართ რომ დღეს ბევრად მეტი ადამიანი ფიქრობს ასე. 8 წლის წინ ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა დღეს კი ეს ოცნება ძალიან ახლოსაა“, - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და ქვეყნის ევროპული მომავლის კუთხით მუშაობას განაგრძობს.
0

ავტორი: