მაიკლ მელოფი: საქართველო რუსეთისკენ მიექანება? მაიკლ მელოფი: საქართველო რუსეთისკენ მიექანება? />


  13:27:16     13-02-2013

მაიკლ მელოფი: საქართველო რუსეთისკენ მიექანება?

a23503.jpg

საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყო, რომელმაც ამ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი ჩადო . მაგრამ ახლა ეს ინვესტიციები და ძალისხმევა შესაძლოა, მოსკოვისკენ წარიმართოს და არა ვაშინგტონისკენ - წერს ამერიკული საინფორმაციო პორტალი WorldNetDaily სტატიაში სათაურით: „აშშ სტრატეგიული დემოკრატიულ მოკავშირეს კარგავს?“, ქვესათაურით: „საქართველო რუსეთისკენ მიექანება “. სტატიის ავტორის მაიკლ მელოფის თქმით, „ეს იმიტომ, რომ ახლადარჩეული პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ატარებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კურსს, რომელიც მხარდაჭერილი იყო დასავლეთის მიერ“.

სტატიის ავტორი მაიკლ მელოფი წერს, რომ ივანიშვილი, მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, როგორც ჩანს, რუსეთთან უფრო ღია კურსს ირჩევს. ამასთან აღნიშნავს, რომ არჩევნებიდან ძალიან მალე, ქართველ პრემიერს სურდა აშშ-ის ოფიციალურ პირებს შეხვედროდა, თუმცა ასეთი შეხვედრები ვერ შედგა, - ამას მელოფი ქართულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ასევე მიუთითებს, რომ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ არაოფიციალურად ქართველ და რუს ჩინოვნიკებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა საქართველოს დსთ-სთან მიერთების შესახებ.

იხილეთ ორიგინალი, გადადით ლინკზე

0

ავტორი: