გაბაშვილი: თუ ლუკა კურტანიძე სამ დღეში არ იქნება გათავისუფლებული... (ვიდეო) გაბაშვილი: თუ ლუკა კურტანიძე სამ დღეში არ იქნება გათავისუფლებული... (ვიდეო) />


  15:18:27     12-02-2013

გაბაშვილი: თუ ლუკა კურტანიძე სამ დღეში არ იქნება გათავისუფლებული... (ვიდეო)

a23491.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი პოლიციის აკადემიის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, ამის მიზეზი კურტანიძის მიერ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ინტერვიუ გახდა, სადაც ის ნაციონალური მოძრაობის წევრებს ვირთხებს უწოდებს და მოკვლით ემუქრება. 

„რომ არა პოლიცია, რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციაზე მივიდა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, დღეს არცერთი ნაციონალი ფიზიკურად მთელი არ იქნებოდა და თუ ცოცხლები გადარჩებოდნენ, ღმერთისთვის მადლობა უნდა ეთქვათ.

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ნაციონალი ცოცხლად იქნებოდა გატყავებული. დიახ, ეს ნაძირლები ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ, რომ მათ გამწარებული ხალხი ქუჩებში არ დასდევს და სახლებში არ უვარდება!

საზოგადოების რისხვას მხოლოდ ის შეაკავებს, თუ თითოეული დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კედელაშვილმა პასუხი აგოს. ჩიორა თაქთაქიშვილი არის პროვოკატორი.

სწორედ ჩიორა თაქთაქიშვილისნაირი ვირთხების რიტორიკას გამოჰყავს წყობილებიდან გამწარებული ხალხი. ეს ხალხი ჩვენ გვეკითხება, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ნაძირლებიო.

ვაფრთხილებ ნაძირალა სააკაშვილს და მის ყველა ვირთხას - ნუ თამაშობთ გამწარებული ქართველი ხალხის ნერვებზე, თორემ დაამთავრებთ ისე, როგორც კადაფიმ დაამთავრა!“ - ესაა ამონარიდი, ელდარ-ლუკა კურტანიძის ინტერვიუდან, რომელიც „ასავალ-დასავალში“, - გამოქვეყნდა.

0

ავტორი: