14:50:49     12-02-2013
იგორ გიორგაძე რუსეთს ჰპირდება, რომ „ქართული ოცნება“ დეოკუპაციის კანონს გადახედავს (ვიდეო)

რუსეთის ფედერალურმა სატელევიზიო არხმა „როსია კულტურამ" გადაცემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს მიუძღვნა. დიალოგის თემა, რომელშიც პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად საქართველოს უშიშროების ექს–ხელმძღვანელი იგორ გიორგაძეც იყო მიწვეული, ორ ქვეყანას შორის არსებული ჩიხიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობა იყო.
იგორ გიორგაძე ასეთ ერთ-ერთ გამოსავლად დეოკუპაციის კანონის გადახედვას მიიჩნევს და „ქართული ოცნების“ სახელით პირობას დებს, რომ ეს ასეც მოხდება.
„საქართველო უნდა ეცადოს და დაიწყოს ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვა. ეს განცხადება უკვე გაკეთებულია „ქართული ოცნების" პროგრამაში. პირობას გაძლევთ, სამ წელიწადში თუ ისევ მოგვიწევთ სასაუბროდ, ჩვენ ვილაპარაკებთ სრულიად სხვა საქართველოსა და სხვა ურთიერთობებზე" - განაცხადა გიორგაძემ, რომელმაც თავისი საუბრის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ დემოკრატიულობაზე და ნაციონალური მოძრაობის, როგორც დამანგრეველ ძალაზე საუბარს დაუთმო.
0