პრეზიდენტი: კეთილი ინებოს პრემიერმა და მობრძანდეს... პრეზიდენტი: კეთილი ინებოს პრემიერმა და მობრძანდეს... />


  21:45:13     11-02-2013

პრეზიდენტი: კეთილი ინებოს პრემიერმა და მობრძანდეს...

a23477.jpg

ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრიფინგი. მხარეებმა შეხვედრის დეტალები განიხილეს, რომელიც დებატებში გადაიზარდა.

"დღეს ჩვენ გვქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და უმცირესობის ლიდერთან. უკიდურესად შეშფოთებული ვარ, რაც მოხდა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორაზე, როცა ადგილი ჰქონდა მასობრივ ეგზეკუციას ციხიდან გამოსულ კრიმინალთა ბანდის მიერ და არა ხალხის მიერ ოპოზიციის მიმართ.

ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დისკუსიამ გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა ქუჩებში. ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია და ჩვენ აღარასდროს უნდა მივიდეთ ასეთ ზღვარზე, სადაც საქართველო 90-იან წლებში იყო. ეს იყო ჩვენი პრინციპული მოსაზრება და ბატონი დავითი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

განცხადება გააკეთა შეხვედრაზე მყოფმა დავით ბაქრაძემაც. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშველოვანია როგორც პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, ისე საქართველოს საგარეო კურსის ურღვეობა. 

დავით უსუფაშვილმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ მოლაპარაკების დროს გამოიკვეთა პოზიტიური მომენტები, რომლებმაც შესაძლოა პრეზიდენტი და მთავრობა შეთანხმებამდე მიიყვანოს. ხოლო, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ შორის პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც უნდა ინებოს და მივიდეს მასთან შესახვედრად, რადგან საქმე ქვეყნის მომავალს ეხება. საუბარი შეეხო ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან დეპუტატებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებსაც.

0

ავტორი: