13:34:34     08-01-2011
ფორთოხლის რულეტი
მასალა: 100 გრამი კარაქი, 225 გრამი ფქვილი, 150 გრამი შაქრის ფხვნილი, 1 კვერცხი, 2 ჩაის კოვზი გახეხილი ფორთოხლის კანი (შეიძლება ლიმონიც), 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
საშუალო ზომის თასში 100 გრამი კარაქი და 225 გრამი ფქვილი მოვზილოთ ხელით, სანამ მივიღებთ პურის ნამცეცების მსგავს მასას. გავაკეთოთ გოგლიმოგლი და შევურიოთ ცომს. დავაყაროთ ცოტა ფქვილი და მოვზილოთ (ცომი ფაფუკი და რბილი უნდა იყოს). ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შევაზილოთ გახეხილი ფორთოხლის კანი (შეიძლება ლიმონიც), ხოლო მეორეს ერთი სუფრის კოვზი კაკაო. მიღებული მასები (ფორთოხლიანი ცალკე და კაკაოიანი ცალკე) შევდგათ მაცივარში 30 წუთით. შემდეგ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ჯერ ერთი – ფორთოხლიანი ნაწილი და მერე – კაკაოიანი. ერთი ნაწილი დავდოთ მეორეზე და ერთად გავაბრტყელოთ. შემდეგ გადავახვიოთ, მივცეთ რულეტის ფორმა და შევდგათ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. ცომი დავჭრათ მრგვალ ნაწილებად და მოვათავსოთ ტაფაზე. ბისკვიტის გამოცხობის დრო 10-12 წუთია.
0