18:43:24     11-02-2013
კურტანიძე: ჩიორა თაქთაქიშვილისნაირ ვირთხებს გამოჰყავს წყობილებიდან ხალხი

ხალხის დაშინებასა და ასაკოვანი სპორტსმენების ცემაში დახელოვნებული პოლიციის აკადემიის პრორექტორი, ლუკა კურტანიძე, კვლავ სიძულვილის ენით საუბრობს. პოლიციის აკადემიის პრორექტორი, რომელიც ასეთ ლექსიკას იყენებს, შესაძლოა ახმოვანებდეს კიდეც შს მინისტრის პოზიციას, რომელმაც მისი დაკითხვაც კი ვერ გაბედა მაშინ, როცა კურტანიძემ მოხუცი სპორტსმენი სცემა.
„რომ არა პოლიცია, რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციაზე მივიდა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, დღეს არცერთი ნაციონალი ფიზიკურად მთელი არ იქნებოდა და თუ ცოცხლები გადარჩებოდნენ, ღმერთისთვის მადლობა უნდა ეთქვათ.
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ნაციონალი ცოცხლად იქნებოდა გატყავებული. დიახ, ეს ნაძირლები ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ, რომ მათ გამწარებული ხალხი ქუჩებში არ დასდევს და სახლებში არ უვარდება!
საზოგადოების რისხვას მხოლოდ ის შეაკავებს, თუ თითოეული დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კედელაშვილმა პასუხი აგოს. ჩიორა თაქთაქიშვილი არის პროვოკატორი.
სწორედ ჩიორა თაქთაქიშვილისნაირი ვირთხების რიტორიკას გამოჰყავს წყობილებიდან გამწარებული ხალხი. ეს ხალხი ჩვენ გვეკითხება, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ნაძირლებიო.
ვაფრთხილებ ნაძირალა სააკაშვილს და მის ყველა ვირთხას - ნუ თამაშობთ გამწარებული ქართველი ხალხის ნერვებზე, თორემ დაამთავრებთ ისე, როგორც კადაფიმ დაამთავრა!“ - ესაა ამონარიდი, ელდარ-ლუკა კურტანიძის ინტერვიუდან, რომელიც „ასავალ-დასავალში“, - გამოქვეყნდა.