ლატინინა: საქართველომ სამხრეთ ოსეთი აღიარა ლატინინა: საქართველომ სამხრეთ ოსეთი აღიარა />


  11:30:25     11-02-2013

ლატინინა: საქართველომ სამხრეთ ოსეთი აღიარა

a23467.jpg

"საქართველომ დე-ფაქტო, ირიბად უკვე აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რადგან მან ხმა მისცა გაეროში პალესტინის, უფრო სწორედ, ჰამასის აღიარებას, რომელმაც, თავის მხრივ, სწორედ ეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უკვე აღიარა. და არავინ არაფრის უკან დაბრუნებას არ აპირებს", - ამის შესახებ ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა იულია ლატინინამ რადიო „ეხო მოსკვის “ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა ასევე ივანიშვილის დაპირებებზეც ისაუბრა და მისი რეიტინგის ვარდნის პროგნოზი გააკეთა: დაპირდა ფასების დაცემას - ვერ დასწია, დაპირდა პენსიის მომატებას - ვერ მოუმატა, დაპირდა ელიტარული კორუფციის აღმოფხვრას - ის ვერ იპოვა, დაპირდა, რომ მსოფლიოს დემოკრატიით გააოცებდა, ამის სანაცვლოდ კი შევარდნაძის ზომბები მინისტრები ხდებიან და ძვირფას ჯიპებს ყიდულობენ - აღნიშნავს ლატინინა.

კიდევ ერთ პრობლრმურ მოვლენად ლატინინა ციხეებიდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთის ადამიანების გაშვებას მიიჩნევს.
0

ავტორი: