გადადექი გადადექი />


  18:32:38     08-02-2013

გადადექი

a23449.jpg

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ კადრების შემდეგ, თუ სინდისი აქვს სკამს აღარ უნდა გამოეკიდოს. მარიონეტი მინისტრი, რომელმაც დეპუტატებს აგრესიული მეოცნებეები მიუქსია უნამუსოდ იტყუება და აცხადებს, რომ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე დადგა.

სოციალურ ქსელებში, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოთხოვნა იმისა, რომ სასწრაფოდ გადადგეს შს მინისტრი ღარიბაშვილი.

შს მინისტრი, რომელიც თვალს ტელევიზიით ადევნებდა დეპუტატებისა და თბილისის მერის ცემას, ამ წუთებში ტელევიზიით გამოდის და იძახის: „ჩვენ არ დავუშვებთ მათ მოახდინონ პროვოკაცია.“

უკვე დაუშვით პროვოკაციაც, ხულიგნობაც და დანაშაულიც, ბატონო ირაკლი. უკვე დაუშვით ის, რომ თქვენმა აქტივისტებმა სცემეს ქალბატონი დეპუტატი, თბილისის მერი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები. შესაბამისად, თუ გამბედაობა გეყოფათ, გადადექით.

0

ავტორი: