17:59:50     08-02-2013
გიგი უგულავას მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ

ამ წუთებში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს, თბილისის მერ გიგი უგულავასთვის, მის დაცვას კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქართული ოცნების აგრესიული აქტივისტები მას შემდეგ გაღიზიანდნენ, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკას უგულავა დაცვის წევრებთან ერთად მიუახლოვდა.
"პრესა.ჯი"-ს კორესპონდენტის ცნობით, ბიბლიოთეკასთან შეკრებილი ქართული ოცნების აქტივისტები უგულავას ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ. მოვლენები უკიდურესად დაძაბულია. პოლიცია დაპირისპირების განმუხტვას არ ცდილობს.
0