17:13:31     08-02-2013
პრეზიდენტზე თავდასხმა იგეგმება

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილ ე.წ. პოლიტპატიმრებს აქეზებენ. აქტიურობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც. ოცნების აქტივისტები შეიჭრნენ ბიბლიოთეკის შენობაში, რა დროსაც ჩაიმსხვრა შუშები. დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.
აღსანიშნავია, რომ პოლიცია პასიურობს და ვითარების განმუხტვას არ ცდილობს. პოლიციის წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მათ ხელმძღვანეთობისგან აქტივისტების დაშლის ბრძანება არ აქვთ.
ნაციონალური მოძრაობის წევრთა ინფორმაციით კი, იგეგმება მასობრივი თავდასხმა პრეზიდენტ სააკაშვილზე, რომელიც 6 საათზე ბიბლიოთეკაში სისტყვით უნდა გამოვიდეს. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა მოესმინა პრეზიდენტისთვის.
„სიტუაცია სულ უფრო იძაბება. აქტიურობენ ქართული ოცნების აქტივისტები. ისინი პრეზიდენტს ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ერთმანეთში საუბრობენ, რომ ამგვარი მითითება მათ პარტიულმა ხელმძღვანელობამ მისცა“, - იუწყება ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის პრესმდივანმა, მანანა მანჯგალაძემაც განაცხადა.
0