ქართველებით დაკომპლექტებული პროფესიონალი ქილერების ჯგუფი შურისძიებისთვის ემზადება ქართველებით დაკომპლექტებული პროფესიონალი ქილერების ჯგუფი შურისძიებისთვის ემზადება />


  16:56:30     08-02-2013

ქართველებით დაკომპლექტებული პროფესიონალი ქილერების ჯგუფი შურისძიებისთვის ემზადება

a23440.jpg

რუსული მედიის ცნობით, კრიმინალურმა სამყარომ  პროფესიონალი ქილერების ჯგუფი შექმნა, რათა შური იძიოს კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის მკვლელობის გამო. ოპერატიული მონაცემებით, ამ ჯგუფში 20-მდე მაფიოზი შედის, მათ შორის ძირითადად ქართველი და აზერბაიჯანელი კრიმინალები არიან.

რუსული მედია წერს, რომ უკვე შედგენილია დასახვრეტთა სიაც. ეს ის ადამიანები არიან, ვინც უსოიანის, იმავე დედ ჰასანის მტრებად და სავარაუდო მკვლელებად მოიაზრებიან. მაგალითად, სიაში არის კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე, მეტსახელად მერაბ სუხუმსკი,  ჯემალ მიქელაძე, მეტსახელად ჯემო და აზერბაიჯანელი როვშან ჯანიევი, იგივე როვშან ლენკორანსკი.

რუსული მედიის ცნობით, მათ დუბაიში ჩაატარეს შეხვედრა, სადაც დაახლოებით 16 ახალგაზრდა ქურდის კორონაცია მოხდა. ეს ადამიანები დედ ჰასანმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში თავის მტრებად გამოაცხადა, თუმცა გამწვავებაზე არ წავიდა და მათ პირობა დაუდო - გამიჯვნოდნენ მერაბის, როვშანისა და ჯემოს კლანს. მათი ნაწილი ასეც მოიქცა.

ცნობილია ისიც, რომ დედ ჰასანზე მონადირეები ყოველთვიურად „ხელფასსაც“ იღებდნენ, ვიდრე შეკვეთას სისრულეში მოიყვანდნენ. 

ცნობილია ისიც, რომ დედ ჰასანის შემცვლელმა ქართველმა დიმიტრი ჭანტურიამ უსოიანის კავშირები შეინარჩუნა საზღვარგარეთ, ამიტომ მისი პოზიციები კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ სერიოზულია.

რაც შეეხება როვშან ჯანიევს, რომელიც დედ ჰასანის შემდეგ თითქოსდა, თურქეთში მოკლეს. თურქული სპეცსამსახურები დარწმუნებით ვერ ამბობენ, ის მართლაც მკვდარია, თუ მომხდარი გავრცელებული ინფორმაცია შეგნებული დეზინფორმაციაა, რომელიც თავად ჯანიევმა გაავრცელა. 

რუსული „იზვესტია“ წერს, რომ ჯანიევის მშობლებისგან, რომლებიც ბაქოში ცხოვრობენ, მოდის ინფორმაცია, რომ როვშანი ციცხალია, თავსაც კარგად გრძნობს და ამჟამად დუბაიში იმყოფება. ამ ეჭცებს აძლიერებს ისიც, რომ სტამბულის პოლიციამ დღემდე ვერ დააზუსტა, რა მოხდა ქალაქში 1 თებერვალს, როცა თითქოსდა ჯანიევს ესროლეს, მათ არ იციან ვინ იყო დაჭრილი მამაკაცი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ ქურდული კლანების მოქმედების პრინციპებს, დიდ „ქურდულ ომებს“ პროგნოზირებენ.

0

ავტორი: