პრეზიდენტი, ხვალ, საქართველოს მოქალქეებს პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს პრეზიდენტი, ხვალ, საქართველოს მოქალქეებს პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს />


  18:20:11     07-02-2013

პრეზიდენტი, ხვალ, საქართველოს მოქალქეებს პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს

a23431.jpg

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ, საქართველოს მოქალაქეებს ყოველწლიური ანგარიშით, პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს. 

მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც უმრავლესობამ უარი თქვა სააკაშვილის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე. 

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართელოს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ ეროვნული ბიბლოიოთეკიდან მიმართოს საზოგადოებას იმავე მიმართვით, რომლითაც ის უნდა წარდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოდან", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ, დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ხვალინდელი გამოსვლა პარლამენტში, გაურკვეველი ვადით გადაიდო. უმცირესობის აზრით, უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა მოესმინა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში. 

0

ავტორი: