17:34:11     06-02-2013
ტარიელ ლონდარიძის გამოსვლა და დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

უმცირესობის წევრის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, 2008 წლის ომის მონაწილის, პოლკოვნიკ ტარიელ ლონდარიძის გამოსვლას, პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა. ლონდარიძემ დეპუტატთა ზეწოლაში პირადად ივანიშვილი დაადანაშაულა. მან განაცხადა - იმის გამო, რომ იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მხარს არ უჭერდა კონსტიტუციურ ცვლილებებს, მასზე ცნობების შეგროვება დაიწყეს და პროკურატურაში იბარებდნენ.
"ვმონაწილეობდი აფხაზეთის ომში, 2008 წლის ომში, ვარ პოლკოვნიკი, წლები ჩემ ქვეყანას ვემსახურებოდი და ახლა დავით საგანელიძე მეუბნება რომ ჩემ შვილებს თვალებში ვერ ჩავხედავ", - თქვა დეპუტატმა. გამოსვლის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა ლონდარიძის მიმართ აგრესია ვერ დამალეს.
0