ღარიბაშვილი შპრიცების დაყრის ინსცენირებას გეგმავს? ღარიბაშვილი შპრიცების დაყრის ინსცენირებას გეგმავს? />


  13:44:16     06-02-2013

ღარიბაშვილი შპრიცების დაყრის ინსცენირებას გეგმავს?

a23403.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ქალაქში მომრავლებული შპრიცების თემაზე გაკეთებული განცხადება, საზოგადოების განხილვის თემად იქცა. 

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა, სადარბაზოებში უხმარი შპრიცების სპეციალურად დაყრის ვიდეოჩანაწერის არსებობაზე, მისი წინამორბედის, ვანო მერაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის საპასუხოდ ისაუბრა. 

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ შინაარსის ვიდეო ღარიბაშვილმა დადგას. „პრესა.ჯი“ აღნიშნული საკითხის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ნინო გიორგობიანთან შეეცადა. თუმცა ქალბატონი გიორგობიანისგან მხოლოდ ლაკონური პასუხები მივიღეთ. 

„პრესა.ჯი“: თუ მსგავსი ვიდეოები გადაღებული გქონდათ, რატომ არ გამოაქვეყნეთ იქამდე, ვიდრე მომრავლებული ნარკოტიკის შესახებ ვანო მერაბიშვილი გააკეთებდა განცხადებას?

ნინო გიორგობიანი: მსგავსი ვიდეოჩანაწერები არსებობს და მას აუცილებლად იხილავთ. ამ წუთისთვის ამ თემაზე დამატებით განმარტებას არ გავაკეთებ. 

- რა ეტაპზეა გამოძიება ბარბარე რაფაიანცის საქმესთან დაკავშირებით? მინისტრის დაპირების მიუხედავად საქმე დღემდე გაუხსნელია. გარდაცვლილის ახლობლები შს მინისტრს ვადას 10 თებერვლამდე აძლევენ. 

- საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, როცა გვექნება კონკრეტული შედეგები აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვთ.

პ.ს: შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, საქართველოში ნარკოტიკების მომრავლებასა და მის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა, ღარიბაშვილმა, გადაცემა „პოზიციაში“ ასეთი შინაარსის ზრაპარი შეთხზა: 

„გვაქვს კონკრეტული ფაქტები. ეს ვიდეოზე გვაქვს გადაღებული და ვაწარმოებთ გამოძიებას, თუ როგორ ყრიან უხმარ შპრიცებს სადარბაზოების წინ...

დავაფიქსირეთ, რომ ვიღაც ადამიანები ყრიან უხმარ შპრიცებს, იმ ფონის შესაქმნელად რაზეც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ“, - ირწმუნება ღარიბაშვილი.
0

ავტორი: