13:32:22     06-02-2013
ჯიოევი: ივანიშვილის შეთავაზა ცხინვალისთვის აქტუალური არ არის

პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცახდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის შეთავაზება თბილისის მიერ ახალგორის რაიონის ბუნებრივი აირით მომარაგების შესახებ ცხინვალისთვის აქტუალური აღარ არის.
ჯიოევის თქმით, ახალგორში, საადც ძირითადად ქართველები ცხოვრობენ, გზის საკითხიც მოგვარებულია და გაზის მიწოდებაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა და ამდენად, ეს საკითხი აქტუალური აღარ არის და ივანიშვილის შეთავაზებაც ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ აინტერესებს.
0