ერთმანეთს გორელი „მეოცნებეებიც“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გორელი „მეოცნებეებიც“ დაუპირისპირდნენ />


  17:35:34     04-02-2013

ერთმანეთს გორელი „მეოცნებეებიც“ დაუპირისპირდნენ

a23380.jpg

საქართველოს რეგიონებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი კონფერენციების ურთიერთბრალდებების ფონზე ჩატარება, ტრადიციად იქცა. 

დღეს, ეს ტრადიცია არც გორში დარღვეულა. დელეგატებს შორის დაპირისპირება იმ სიამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო სხდომაზე დასწრება.

„ოცნების“ აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა იმასაც რომ მათი დიდი ნაწილი დარბაზში ვერ მოხვდა. რასაც ერთი პარტიის ორ ჯგუფად გაყოფილ წვერებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა წინ.

"ქართული ოცნების" ის წევრები, რომლებმაც დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს, კონფერენციის მონაწილეებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში ადანაშაულებენ.

პროტესტი გამოთქვეს სხდომაზე მყოფებმაც. ღონისძიების მსვლელობისას დარბაზი 10-მდე დელეგატმა დატოვა.

ისინი მიიჩნევენ, რომ კონფერენცია არალეგიტიმურია, რადგანაც სიები არასწორად შედგა და ის ადამიანები, რომლებიც დაფუძნების დღიდან "ქართული ოცნების" წევრები არიან, სხდომაზე არ დაუშვეს.

დღევანდელ დაპირისპირებაშიც აქტუალური იყო „ჩანერგილების“ თემა. ოცნების წევრი სოსო სოსიაშვილის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების „ჩანერგვა“ მოხდა.

საპირისპიროს ამტკიცებენ სხვა დელეგატები. მათი თქმით, სხდომაზე მხოლოდ მარინა მეტრეველის მიმართ ლოილალურად განწყობილი ადამიანები შეუშვეს.

დაპირისპირების მიუხედავად, კონფერენცია ჩატარდა და გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მარინა მეტრეველი აირჩიეს. 
გორელი აქტივისტები თბილისში ჩამოსვლას და პრემიერთან შეხვედრას არ გამორიცხავენ.
0

ავტორი: