სტაფილოთი და ბრინჯით დაფარშული პომიდორი სტაფილოთი და ბრინჯით დაფარშული პომიდორი />


  16:17:28     07-01-2011

სტაფილოთი და ბრინჯით დაფარშული პომიდორი

a2991.jpg

ერთ კგ. საშუალოს სიდიდის, მწიფე, მაგარ პომიდორს მოვაჭრათ ყუნწიანი ნაწილი. წვრილი დანით ან კოვზით გამოვუღოთ თესლი ნაწილ რბილობთან ერთად, ისე რომ არ დაირღვეს პომიდვრის მთლიანობა. გულგამოცლილი პომიდვრის ნაწილში ჩავყაროთ ცოტა მარილი, ამოვავსოთ წინასწარ გამზადებული ფარშით და დავადოთ ზედ პომიდვრის ამონაჭერი. ფარში: 1/2 ჩ/ჭ ბრინჯი მარილწყალში მოვხარშოთ და გავწუროთ. 3-4 სტაფილი დავჭრათ ძალიან წვრილ ნაჭრებად, დავაყაროთ ტაფაზე, დავუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი და ვშუშოთ, სანამ კარგად არ დარბილდება. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში, ბრინჯი, დანაყილი პილპილი და ავურიოთ ერთმანეთში. ცალკე ქვაბში მოვხარშოთ 500 გრამი პომიდორი და გავხეხოთ. გამზადებული ბრინჯიანი მასალით ამოვავსოთ პომიდორი, ჩავალაგოთ არაღრმა ქვაბში, დავასხათ ზეთი, მოხარშული პომიდორი და ვშუშოთ 10-15 წუთი.
0

ავტორი: