23:36:42     03-02-2013
გოგონები თვითმკვლელობის მიზნით კორპუსის სახურავიდან გადახტნენ (ვიდეო)
![a23366.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23366.jpg)
14 და 17 წლის გოგონების ერთობლივი თვითმკვლელობის ფაქტს ნოვოსიბირსკის პოლიცია იძიებს. როგორც გამომძიებლებმა გაარკვიეს, სუიციდისთვის მეგობრები ერთი თვის მანძილზე ემზადებოდნენ.
ამას მათი მიმოწერა ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ მოზარდებმა, ერთმანეთი ინტერნეტით სწორედ ერთობლივი თვითმკვლელობის მიზნით გაიცნეს. ისინი თითქმის ერთი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებში იკვლევდნენ და მსჯელობდნენ თვითმკვლელობის თემაზე, თუმცა ეჭვი არავის აუღია.
გოგონები მე-14 სართულიდან გადახტნენ, მანამდე კი ვიდეო გადაიღეს და ახლობლებს დაემშვიდობნენ. ისინი ნათესავებს კრემაციას სთხოვენ.
მომხდარის შემდეგ ერთ-ერთის მეგობრებმა გაამხილეს, რომ გოგონები ხმამაღლა მსჯელობდნენ ხოლმე იმაზე, თუ თვითმკვლელობის რომელი მეთოდი სჯობდა. გაირკვა ისიც, რომ მაგალითად ქსიუშას პრობლემები ჰქონდა თანატოლებთან ურთიერთობაში, ის ბევრს არ უყვარდა და ამის გამო დაკომპლექსებული იყო.
0