13:06:08     02-02-2013
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი ჩასვლისთანავე დააკავეს (ვიდეო)
![a23362.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23362.jpg)
ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ჯემალ მიქელაძე, მეტსახელად ჯემო მოსკოვის სიახლოვეს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. დაკავებაში ოდინცოვოს ფსბ-სა და პოლიციის მთელი შემადგენლობა მონაწილეობდა.
მიქელაძე ცოტა ხნის წინ მოკლული ასლან უსოიანის, იგივე დედ ჰასანის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. ის ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევაში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებაც სწორედ ამის გამო მოხდა. ბინაში, სადაც მიქელაძე ცხოვრობდა 5 გრამამდე ჯერჯერობით ამოუცნობი ფხვნილი, სავარაუდოდ, ჰეროინი ამოიღეს, ასევე ხელყუმბარა და რუსული პასპორტი, რომელიც შესაძლოა, ყალბი იყოს.
37 წლის ჯემომ თავადაც დაადასტურა, რომ არის კანონიერი ქურდი, თუმცა უარყო, რომ მეტსახელი აქვს.
მისი თანმხლები პირი ადგილიდან გაქცევას შეეცადა, თუმცა ისიც დააკავეს.
როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვში მიქელაძის ჩასვლა კრიმინალურ სამყაროში უპრეცედენტო მოვლენად იქნა აღქმული. ჯემოსთან ერთად მოსკოვში ჩავიდა დედ ჰასანის კიდევ ერთი მტერი მერაბ ჯანგველაძეც, იგივე მერაბ სუხუმსკი, - სავარაუდოდ, გავლენის სფეროების გადასანაწილებლად.