12:15:46     02-02-2013
ახალგაზრდა რეჟისორს ბერა ივანიშვილის კრიტიკის გამო ემუქრებიან
![a23361.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23361.jpg)
რეჟისორ ზაზა სვანაძეს ემუქრებიან. სოციალურ ქსელში რეჟისორი სვანაძე თავად აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაა მის მობილურ ტელეფონზე მუქარის ზარები ხორციელდება. ურეკავენ და ეუბნებიან „ქუჩაში ვერ გამოხვალ, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ახლა ჩვენი დროაო“.
ზაზა სვანაძე: ,,მე შევეცდები არ დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია და რეპერ ამიკოზე არ ვთქვა დადასტურებით, რომ მისი დავალებით ხდება ჩემს მობილურ ტელეფონზე სხვადასხვა შინარსის მუქარის ზარების განხორციელება - მაგრამ ფაქტია მირეკავენ შემდეგი შინაარსის ტექსტებით - ამიკოს და ბერას ნუ ეხები - ამიკოზე და ბერაზე თუ ისაუბრებ ხერხემალში გადაგამტვრევთ - და ასე დაუსრულებლივ - ეს ზარები უცნაურად ემთხვევა ჩემს კრიტიკას ზემოთაღნიშნული რეპ მუსიკოსის და მისი ამჟამინდელი თანაგუნელის და მეგობრის ბერა ივანიშვილის ჩემი მხრიდან კრიტიკას სხვადასხვა მედიასაშუალებებით - ჩემი ტელეფონია - 574 - 85 - 11 - 00 - არავის ვემალები - არავისი მეშინია და არც არავის ვწამებ ცილს - მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ერთად დავადგინოთ ვინ მემუქრება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით (გარეთ ვერ გამოხვალ, ასეთი შინაარსის ტექსტებით ) და ფიზიკური შეურაცხყოფებით - იმედია ამიკოც გულწრფელი იქნება გამოძიებასთან - იმედია ერთად დავადგენთ სიმართლეს ).
სვანაძეს ხმის ჩამწერი სტუდია 2008 წელს ჰქონდა, რომელიც მისივე განმარტებით, მოგვიანებით დავით შველიძის, გიორგი ჯიხუაშვილის და მათთან ერთად ამიკო ჩოხარაძის მფლობელობაში გადავიდა. ისინი მაშინ ნაცების ნავში ისხდნენ. დღეს კი ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ იგი პრემიერ-მინისტრის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. რეჟისორმა ისიც განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, სწორედ ამ გადაცემაში გამოხატა საკუთარი ნეგატიური პოზიცია ბერა ივანიშვილსა და მის თანაგუნდელებზე, ამის შემდეგ დაიწყო ის ანონიმური ზარები, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ხორციელდება მის მობილურ ტელეფონზე ღამის საათებისას. რეჟისორი აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცაის ჩააყენებს საქმის კურსში.
0