18 წლის გოგონა საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს 18 წლის გოგონა საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს />


  11:55:17     02-02-2013

18 წლის გოგონა საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს

a23360.jpg

მოკლულია 18 წლის მოდელი - მარიამ არაქელოვა. შემთხვევა გუშინ, თბილისში, ათონელის ქუჩაზე, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარი მეზობლებმა 21:30 საათზე სადარბაზოს კიბეებთან ნახეს და პატრული გამოიძახეს.

ერთ-ერთი ვერსიით,  მარიამ არაქელოვა სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მკვლელი მას სადარბაზოში დახვდა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას არუთინოვა გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ დანაშაულში ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და დანით რამდენიმე დაზიანება მიიყენა. ექიმებმა ის ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილის მეზობლები მომხდარს ეჭვიანობას უკავშირებენ.

არუთინოვა ათონელის ქ.#31-ში დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა, იგი  მოდელი იყო და  ანსამბლშიც ცეკვავდა.

სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს არაქელოვას მეზობლები.

მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ოჯახმა პოლიციას მკვლელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გუშინვე მიაწოდა.

0

ავტორი: