ჯავახეთის დიასპორა რუსეთში საქართველოს მთვრობას მოთხოვნებს უყენებს ჯავახეთის დიასპორა რუსეთში საქართველოს მთვრობას მოთხოვნებს უყენებს />


  10:57:44     02-02-2013

ჯავახეთის დიასპორა რუსეთში საქართველოს მთვრობას მოთხოვნებს უყენებს

a23359.jpg

ჯავახეთის დიასპორა რუსეთში, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და სამცხე-ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ დიასპორის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მასში აღნიშნულია, რომ რეგიონის მოსახლეობა დაინტერესებულია უცხოური კაპიტალის შედინებითა და საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციით და რადგანაც არსებობს ობიექტური ხელშემწყობი გარემოებები, კერძოდ კი საერთაშორისო სარკინიგზო ხაზების სიახლოვე, იაფი მუშა-ხელი და რეგიონი ახლოსაა შედარებით განვითარებული ინფრასტრუქტურის ქალაქებთან და ბათუმის პორტთან, სამცხე-ჯავახეთში უნდა შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ჯავახეთის დიასპორა რუსეთში ამ იდეის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაზე და ინტეგრაციული პროცესების განვითარებაზე ზრუნვით ხსნის.

სხვათა შორის, ამ ორგნიზაციამ, მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი მთავრობა მოვიდა, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა დაისახა მიზნად, შუამავლის როლიც იკისრა და რუსეთის ხელისუფლებას თხოვნა გაუგზავნა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, მეგობრული ხელი გაუწოდოს საქართველოს.

ცოტა უფრო ადრე კი აღნიშნულმა ორგანიზაციამ საპროტესტო წერილი საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებაში გამოაქვეყნა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილი გააკრიტიკა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება ეწინააღმდეგება სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის პოლიტიკურ ნებას და საკითხის გადაწყვეტისას ამ მოსახლეობის აზრის გათვალისწინება მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯავახეთის რუსეთის დიასპორა იმუქრებოდა, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სეცესიისკენ (სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან) მოუწოდებენ.

0

ავტორი: