ზურაბ ჭიაბერაშვილი: მოვუწოდებთ ახალ მთავრობას მოქალაქეთა დასაქმების საკითხს მიხედოს ზურაბ ჭიაბერაშვილი: მოვუწოდებთ ახალ მთავრობას მოქალაქეთა დასაქმების საკითხს მიხედოს />


  13:01:11     01-02-2013

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მოვუწოდებთ ახალ მთავრობას მოქალაქეთა დასაქმების საკითხს მიხედოს

a23338.jpg

პროკურატურის მიერ „თბილსერვის“ ჯგუფის თანამშრომელთა მასიურ დაკითხვაზე განცხადება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’ გაკეთდა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა დასაქმების იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელთან დაკავშირებითაც კბილაშვილს კითხვები აქვს.

საქმე ეხება უმუშევართა აღრიცხვას. რომელიც არჩევნებამდე დაიწყო და 1012 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე პირებს თითქმის ყოველ დღე იბარებს უწყებაში და კითხვებს უსვამს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროკურატურა ასეულობით ადამიანს იბარებს და ეძებს მასალას საიმისოდ, რომ კიდევ ერთი საქმე შეიკეროს. ეს იმისთვის, მოსახლეობას რომ უთხრან ბოლო წლებში არაფერი კეთდებოდაო. მოვუწოდებთ ახალ მთავრობას, ამ საკითხზე გამოძიების წარმოების ნაცვლად ხელი მოკიდოს დასაქმების ბაზას და მოქალაქეთა დასაქმების საკითხს მიხედოს.

დღესვე პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი სიბაშვილის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ კახეთის ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„ბრალდებები, რომელიც პროკურატურის მხრიდან მოვისმინეთ, საქმეში ჩახედული ადამიანების და პირადად ჩემი შეფასებით აბსურდულია. პოლიტიკური ნიშნით განახორციელო დევნა ადამიანზე, რომელსაც განვლილი თვეების განმავლობაში პრაქტიკულად არ უძინია იმისათვის, რომ სტიქიის პირველადი შედეგები და შოკი გადაგვეტანა, მიუღებელია“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სიბაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, სასამართლომ კახეთის გუბარნატორის ყოფილ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა სიბაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკამაყოფილა.

სიბაშვილი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

0

ავტორი: