21:18:18     31-01-2013
დედამ 16 წლის შვილი დააპატიმრა (ვიდეო)

სოცმუშაკებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ქალის წინააღმდეგ, რომელსაც 16 წლის გოგონა სახლში ჰყავს გამოკეტილი.
გაირკვა, რომ დედას შვილი მამის ნახვის სურვილის გამო ჰყავს დაპატიმრებული და მოზარდი უკვე მეორე თვეა სკოლაში არ დადის.
გოგონამ გაქცევა სცადა, მაგრამ დედამ მისი კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა და ახლა მობილურზე დარეკვის უფლებასაც არ აძლევს, გაუთიშა ინტერნეტიც და ყველა საშუალება, რომელიც მას გარე სამყაროსთან დააკავშირებდა. 0