მიხეილ სააკაშვილი: პრემიერის განცხადებით, საქართველოს საგარეო კურსის არმენიზაცია უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილი: პრემიერის განცხადებით, საქართველოს საგარეო კურსის არმენიზაცია უნდა მოხდეს />


  18:09:39     31-01-2013

მიხეილ სააკაშვილი: პრემიერის განცხადებით, საქართველოს საგარეო კურსის არმენიზაცია უნდა მოხდეს

a23327.jpg

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „დელტას“ დათვალიერებისას განაცხადა, უმცირესობამ და უმრავლესობამ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანონ.

მიხეილ სააკაშვილი: ეს ის ცვლილებებია, რაზეც უმრავლესობას ამ შემთხვევაში ხმები ეყოფა. საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო არცერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში არ შევა.

პრეზიდენტის  განცხადებით აღნიშნული ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც  საქართველოში მთავრობის შეცვლა მოხდა.

„ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე, პლებისციტზე, რომელიც 2008 წელს ჩატარდა,  ნათლად გამოხატა თავისი ნება, ჩვენი კურსი ნათელი იყო აქამდე და ამიტომ არ გახდა ამის დაფიქსირება საჭირო დოკუმენტში. 2008 წლის შემდეგ კი რუსეთის ფედერაციამ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე ახალი კურსი გამოავლინა. შემდეგ  საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ბოლო კვირეებში კი ახალი ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. კერძოდ, პრემიერის განცხადება სომხეთში, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო კურსის არმენიზაცია უნდა მოხდეს.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესახებ ფორმალურ საკითხებს გადის.

„ეს არის ლეგალიზაცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ამით პირდაპირ პლაცდარმს ვაძლევთ რუსეთს კავკასიის დაპყრობის. ეს კი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთს მყარად აქვს გადაწყვეტილი რომ 2015 წელს „ევრაზიის კავშირის“ სახით აღადგინოს საბჭოთა იმპერია, მას მყარად აქვს გადაწყვეტილი ამ კავშირში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შეიყვანოს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

0

ავტორი: